წარმოდგენა, რომელიც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილებას ქმნის

თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ თეატრის ახალ დადგმას — ქართული შოუ. წარმოდგენა ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს და სტუმრებს ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით აცნობს.

ქართული შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი მოცეკვავეების შესრულებით იხილონ ხორუმი, ლაზური, მხედრული, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეულ ნიმუშები. თეატრის გუნდი კი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ქართულ გალობასა და უნიკალურ ფოლკლორულ სიმღერებს, როგორებიცაა ჩაკრულო, მრავალჟამიერი, მუხამბაზი და აშო ჩელა. წარმოდგენის მონაწილეა გამორჩეული ქართველი მომღერალი მარიამ როინიშვილიც, რომელიც, თეატრის გუნდთან ერთად, სტუმრებს ქართულ კლასიკურ სიმღერებს წარუდგენს.

 

ქართულ შოუზე წარმოდგენილ ნომრებს ერთმანეთთან ცნობილი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის მიერ შექმნილი ტექსტები აკავშირებს და ქვეყნის ერთიან ისტორიას ქმნის. ტექსტები დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველ მაცხოვრებლებზე, ქვეყნის გაქრისტიანებაზე, ქართული ანბანის შექმნაზე, გადატანილ ბრძოლებსა თუ გამარჯვებებზე მხატვრული ფორმით მოუთხრობს.

წარმოდგენა გაფორმებულია აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებით, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის სანახაობას.

 

3.png/
55.png/
გალერია-ქართული-შოუ22.png/
გალერია-ქართული-შოუ.png/

 

თეატრის კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. ქართული შოუ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას — ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება. იმედი მაქვს, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი შრომის ნაყოფს მოიწონებს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუმრები, — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული შოუს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

თეატრი Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცეში გამართული წარმოდგენები ვახშმის თანხლებით მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ქართული შოუა, თუმცა ამჯერად მენიუ ქართული სამზარეულოს კარნახით შეიქმნა.

საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ქართული შოუს სტუმრებს გემრიელი ქართული კერძებით გავუმასპინძლდებით. მენიუ ამ წარმოდგენისთვის საგანგებოდ შევარჩიეთ და თავი მოვუყარეთ ავთენტურ ქართულ გემოებს. კერძებს დამსწრე საზოგადოებას ახლებური და თანამედროვე ფორმით წარვუდგენთ, — ამბობს თეატრის ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე.

ამგვარად, ქართული შოუ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვისაც, ვისაც საქართველოში განსხვავებული ფორმით მოგზაურობა და უნიკალური გამოცდილების მიღება სურს. ქართული შოუ სტუმრებს ყოველ სამშაბათს უმასპინძლებს თეატრში, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 99-ში მდებარეობს.

21 Jun 2023


Creating portfolio made simple for

Trusted by 50300+ Generalists. Try it now, free to use

Start making more money